შუალედური არჩევნები დასრულებულია. ვანისა და ხონის მოსახლეობამ მაჟორიტარი აირჩია."ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა, რომ მათი მონაცემით, "ქართული ოცნების" კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს. არჩილ თალაკვაძის თქმით გივი ჭიჭინაძის შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50%-ს, და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას ევროპულ საქართველოში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ბატონითალაკვაძე ან ძალიან ღელავს, ნერვიულობს და თავს იმხნევებს, ან დავალებას აძლევს კომისიებს. დავით ჭიჭინაძის მთავარი კონკურენტი ევროპული საქართველოს კანდიდატი გიგი უგულავა იყო.ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, ვანისა და ხონის საოლქო სარჩევნო კომისიაში 5 საჩივარი შევიდა, რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.