შუახევის ოთხ სოფელში გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი თითქმის სამ მეტრს აღწევს. შუახევის გამგებლის ცნობით, მძიმე ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს, თუმცა შეფერხებას ყინვა იწვვევს. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ყველა სოფელთან მისასვლელი გზა სრულად გაიწმინდება.