არამდგრადი ამინდი საქართველოში თვის ბოლომდე გასტანს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განმარტავენ რომ მიმდინარე შაბათ-კვირას დასავლეთში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვირას ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავები.