ამერიკული კომპანია Tesla ახალი ქარხნის გახსნას ოსტინთან ახლოს შტატ ტექსასში აპირებს, სადაც გეგმავს აწარმოოს ელექტროპიკაპი Cybertruck და ელექტრომობილები Model 3 და Model Y. ამის შესახებ ილონ მასკმა ტელეკონფერენციის დროს განაცხადა.
მისივე ინფორმაციით ქარხნისთვის 809 ჰექტარ ფართობს გამოიყენებენ. მასკმა პირობა დადო რომ ქარხნიდან მდინარე კოლორადოზე შესანიშნავი ხედი გადაიშლება. კომპანია ამ რაიონში ველოსიპედისტებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის სპეციალური ტრასის აშენებას გეგმავს.
მასკს არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიწყება ქარხნის მშენებლობა.
ცნობისთვის, ტექსასის ქარხანა იქნება რიგით მეხუთე გიგაქარხანა რომელშიც კომპანია ავტომობილების წარმოებას შეუდგება.