ავიაკომპანიამ American Airlines-მა სამშაბათს უკვე ოფიციალურად განაახლა Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაცია, რომლის გამოყენება შეწყვეტილი იყო 2019 წლის მარტიდან, მას შემდეგ, რაც ორმა ავიახომალდმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
შეგახსენებთ, Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაცია ორი ავიაკატასტროფის შედეგად შეჩერდა. 2019 წლის 10 მარტს ეთიოპიაში Ethiopian Airlines-ის ლაინერის ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ანალოგიური მოდელის ლაინერით ავიაკატასტროფა განიცადა ინდონეზიის Lion Air-ის თვითმფრინავმა, შედეგად დაიღუპა 189 ადამიანი.
Boeing-ის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ლაინერების ჩამოვარდნის მიზეზი გახდა პროგრამაში ხარვეზი. ამის შემდეგ კი მსოფლიო ქვეყნების უმეტესობამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარი თქვეს ამ ლაინერების გამოყენებაზე.