"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეყვანილ იქნა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.შეტყობინების მიღებისთანავე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლები.ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა. დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს." - ნათქვამია განცხადებაში
იხილეთ:
"ოთხი-ხუთი გასროლა იყო, ოთხივე დაჭრილი ამ უბნელია" - ვეძისში მომხდარი დაჭრის თვითმხილველიზემო ვეძისში უცნობმა პირმა 4 ადამიანი დაჭრა - ერთ-ერთი მორაგბე ლაშა საჯაიაა