საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეოკადრები გაავრცელა რომელიც შიდა პერიმეტრზე დამონტრაჟებული სათვალთვალო კამერებიდან არის გადაღებული.
„აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე“,- ნათქვამია კომენტარში, რომელიც ვიდეოკადრებს ერთვის თან.
ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავდა, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნებოდა აღკვეთილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცესკოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებდა , დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ სამართალდამცველთა მოთხოვნებს.