შინაგან საქმეთა სამინოსტრო 2016 წლის 24 დეკემბერს ღამით მომხდარ ინციდენტზე სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის თანამშრომლების ჩვენების თანახმად, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არაწევის გამო ერთ-ერთ მათგანს იარაღით ხელში თავს დაესხა და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. უწყების განმარტებით, ინციდენტზე, რომლის ამსახველი ვიდეოც დღეს გავრცელდა, გამოძიება მაშინვე, 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.