შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. გარდაცვლილ ნიკა პავლიაშვილის მამამ, რამაზ პავლიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ რამდენიმე დღეში შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურთან შეხვდრის პირობა მიიღეს. პირობის არ შესრულების შემთხვევაში კი პავლიაშვილი ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.