"ამ სისტემის დედაც!" - ამ სახელწოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარათლე წევრი ანა დოლიძე სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია გამართა. აქციის მთავარი მოთხოვნაა, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.