ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფებიან გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, წვეულების ორგანიზატორი ანა გაბეჩავა და ერთ-ერთი არასრულწლოვანი, მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც უწყებაში შესვლამდე ანა გაბეჩავას ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, ისინი გამოძიებას ახალ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან, ვინაიდან მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციაზე უკვე ისაუბრეს.