შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შსს-ს წარმომადგენლები, დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გმირი პოლიციელის ღირსეული ცხოვრება და საქმიანობა. ბექა მარგიშვილის შვილმა - ოთარ მარგიშვილმა კი პრეზენტაციაზე მამის ლექსი წაიკითხა.შსს-ს ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 2015 წლის 4 აპრილს, სამსახურებრივ მოვალეობას შესრულების დროს დაიღუპა.