შს სამინისტროში ის მძღოლი გამოკითხეს, რომელსაც აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს გზის ჩახერგა აიძულეს. გენადი კოვზირელის განცხადებით, მას აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირება არ შეუძლია, ვინაიდან მათ ნიღბები ეკეთათ. როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავტობუსში მგზავრები ისხდნენ. ამ ეტაპზე შს სამინისტროში კიდევ ერთი პირი რჩება, რომელიც გამოძიებას 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს. კიდევ ერთმა პირმა, რომელსაც რუსთაველის 18 ნომერში ღია კაფე აქვს, შსს-ს შენობა უკვე დატოვა.