შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შს მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა.
"გიდასტურებთ, რომ დაკითხვა მოხდა", - განუცხადეს პალიტრანიუსს შსს-ში.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურაში ასევე დაიკითხა სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე.
შეგახსენებთ, ინფორმაციია მაღალჩინოსნების დაკითხვის შესახებ პალიტრანიუსმა სანდო წყაროსგან მოიპოვა. როგორც წყარომ განაცხადა, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს. პანკისში სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა.