შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ეკა ბესელია აფასებს. დეპუტატი შსს-ს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ უწყება სატყუარის გადმოდგებას ცდილობს. მისივე თქმით, საგამოძიებო უწყებამ აუცილებელია დაადგინოს თუ ვინ არის მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში პირველწყარო და დამკვეთი.
ბესელიას ინფორმაციით, შსს აცხადებს, რომ პირმა, რომელსაც კადრების გავრცელებისთვის ბრალი წარუდგინეს, პირველმა გაავრცელა ჩანაწერები, თუმცა რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო უწყებაში უპასუხეს, რომ ბრალდებული პირველწყარო არ არის.