შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, მწყემსის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემსის გადმოცემასთან დაკავშირებით.
არსებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება უახლოეს მომავალში მოხდება.
ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებმა დაკავებული მწყემსის შესახებ ინფორმაცია 13 ივნისს მიიღეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.