04:51
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს-ს საგანგებო განცხადება - ინტერნერტთამაში, რომლის გამოც მოზარდები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ
31-05-2017

 

 

შს სამინისტრო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშზე „ლურჯი ვეშაპი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

ამასთან, უწყება მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

„უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.

თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.

მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.

დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე
ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი”, - ნათქვამია განცხადებაში.

AutoPlay
საგანგებო განცხადება: საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
მარინა ეზუგბაია ინფექციურში შეყვანილ 14 პაციენტზე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ეკა ბესელია ადასტურებს რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავადაც იქნება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ირანის პრეზიდენტი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმას მიხედოს, რომ მათ ქვეყანაში ათასობით ადამიანი გრიპით დაიღუპა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის თენგიზ და ლუკა კალანდიების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები