შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა საავადმყოფოშია გადაყვანილი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებული უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, უმადობას, ტკივილს ნაღვლის ბუშტის არეში, აღენიშნება წონაში კლება და ქირურგის რეკომენდაციით დაინიშნა ოპერაცია, რისთვისაც პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მიიჩნია საჭიროდ.„პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური წინამდებარე განცხადებას ავრცელებს.