ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საგაზაფხულო გაწვევის პირველი ეტაპის 98-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო. მან ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა. ახალწვეულები ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.