შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის თბილისის სამმართველოში, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს ყველა სამსახურში მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი. ასევე, ინტენსიურად ტარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა ფილიალში.