02:10
23 ივნისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს-ს მომსახურების სააგენტო საგამოცდო პროცედურებს, მათ შორის, მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას დღეიდან დროებით წყვეტს
20-03-2020

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღეიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დროებით აუქმებს.

ახალი რეგულაციების თანახმად, ასევე, უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, გამოცდებიც.
დროებით ვერ მოხდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრების მიერ მომსახურების გაწევა. მომსახურების სააგენტო კვლავ აგრძელებს სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განხორციელებას.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

AutoPlay
სუს-ში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოხდება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შეზღუდვების გასატარებლად მთავრობისათვის უფლებამოსილების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ნდობის ჯგუფში ოპოზიციის კვოტით მამუკა ხაზარაძე შევა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განმატებით, თუ საზოგადოება დახურულ სივრცეში პირბადის მოხმარების წესს ზედმიწევნით შეასრულებს, შესაძლებელია ღია სივრცეში გაუქმებამ შემთხვევების მატება აღარ გამოიწვიოს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები