შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დღეიდან საქართველოს მასშტაბით "კოვიდ-19"-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, 31 მაისიდან მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.