ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირია დაკავებული.
შეგახსენებთ, რუსთაველზე, აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სამართალდამცველებმა გამთენიისას სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს.