18:01
1 ივლისი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
21-05-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

AutoPlay
ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" ოფისში განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9077 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაწყებული კამპანიის "შენი სიცოცხლე შენს ხელშია" ფარგლებში ლისის ტბის ტერიტორიაზე "ვარდისფერი მარათონი" გაიმართა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flyadeal-მა დაიწყო
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ჩამოშლილი ლოდები ტრაილერებს დაეცა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
უკრაინას ახლა აქვს "ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა" - ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები