შინაგას აქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას სისტემატურად ახდენდა. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.