შსს-მ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია ამერიკის შეერთბული შტატების მოქალაქე, რომელიც საქართველოში ნარკოტიკის შემოტანას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცდილობდა. მისი პირადი ნივთების ჩხრეკისას 229 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი”, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 101 აბი და 9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკია ამოღებული. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.