შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყება დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ დამნაშავედ ინტენსიურად ეძებენ.
რაც შეეხება ჩატარებულ სპეცოპერაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყველა მძევლის გათავისუფლება პოლიციის ძალისხმევით და რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა, მძევლების უდიდეს ნაწილს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.