შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, პოლიციამ არჩევნების დღეს გამოძიება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე. მისივე თქმით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 9 პირი, მათ შორის გლდანში N39 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173 -ე მუხლების საფუძველზე 6 პირი დააკავა.