შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული.
"ახალი საქართველოს" გენერალური მდივნის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გურამ ჩალაგაშვილი, ზურაბ კოსტავა, დავით კაკაურიძე და კახაბერ მაჩიტიძე. ვიტარება პარლამენტთან რამდენჯერმე დაიძაბა.
ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს სესასვლელების პიკეტირებას დილის რვა საათიდან ცდილობდა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. აქციის მონაწილეებს მხოლოდ ტროტუარზე დგომის საშუალებას აძლევდნენ, რათა სავალი ნაწილით დეპუტატებს შეუფერხებლად შეძლებოდათ პარლამენტის ტერიტორიაზე მანქანებით შესვლა.