შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ბათუმში 6 პირი დააკავეს. ისინი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებული.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან მოჭიდავეები, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები წინასწარი ინფორმაციით, არსებული ინფორმაციით, აქციაზე ფირუზ წულუკიძეს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა.