შინაგან საქმეთა სამინისტრს ინფრომაციით ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც 31 მარტს 21:00 საათზე დაიწყო და 1 აპრილს დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ღამემ მშვიდად ჩაიარა და მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულები იყვნენ საგანგებო რეჟიმისა და ე.წ კომენდანტის საათის შესახებ.
უწყების ცნობით, შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო კომენდანტის საათის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.