შს სამინისტრო მიმართავს მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებული საქმე დროულად იქნას გამოძიებული და დამნაშავე წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.უწყების განმარტებით, ინციდენტში მონაწილე სამივე მძღოლი გამოკითხულია, თუმცა ბრალის წარდგენა მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.