შინაგან საქმეთა სამინისტრო ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველება აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს. პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1 პირი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ:
შეიარაღებული დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდეტსა და ძიუდოისტებს შორის - ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოისტის დაჭრის ბრალდები დააკავეს