შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 252-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. წვრთნების შედეგად წვევამდელები სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სურვილის და შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ წვევამდელებს ფიცის მიღება მიულოცა.