შსს-მ გამოძალვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ”პალიტრავიდეოს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.მათივე ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ვ., გამოძალვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.