14:58
19 სექტემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
შსს-ს ახალი რეგულაციების ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ავტომფლობელმა უნდა იცოდეს
07-12-2015
3 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს ახალი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. უკონტაქტო პატრულირება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა და სხვა.

რა ცვლილებებს გეგმავენ შსს-ში და რეალურად, რას ემსახურება აღნიშნული ცვლილებები, "პალიტრანიუსი" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შალვა ხუციშვილს ესაუბრა.

წაიკითხეთ ვრცლად
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები