შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი დაიწო. სწავლებას სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები უძღვებიან.
აღნიშნული სწავლება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისთვის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მოქალაქეებთან ურთიერთობის სტანდარტები, კონფლიქტის მართვა, სამართალდამრღვევთა დაკავება და ა.შ.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას ჩაუტარდება.