17:35
20 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს-ს 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსი დაუდასტურდა
11-08-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.

AutoPlay
საბერძნეთში ციკლონ "იანისის" მსხვერპლი მოჰყვა
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
გიორგი გახარია - როდესაც მივაღწევთ ევროპულ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, მოუნდება თქვას, რომ ამ დიდი საქმის ნაწილი იყო
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
გაეროს ოფისთან აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
"ქართული ოცნების" ლიდერებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები