19:19
23 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
შსს რეგულაციებს ამკაცრებს - საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა
11-09-2019

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, რეგულირება მკაცრდება - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი.

პროექტის თანახმად, საგზაო უსაფრთხოების სფეროში, პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და ხდება დასჯადი ქმედებების გაფართოება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმთვრალის მდგომარეობაში, ასევე  გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის.
სამინისტროს განმარტებით, პროექტის შემუშავება განპირობებულია საგზაო მოძრაობის სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობით.

AutoPlay
დასაქმებულების მდგომარეობა შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს, აუცილებელია მინიმალური ხელფასის დადგენა - "სოლიდარობის ქსელი"
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
"მაგთიკომი" აბონენტებს აფრთხილებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 13.9%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
მსოფლიოს უძველესმა ტურისტულმა კომპანიამ Thomas Cook-მა მუშაობა შეწყვიტა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო - ტოპ-3 პროდუქტი
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 4,9%-ით, ტურისტული ვიზიტები კი 2,3%-ით გაიზარდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები