შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება არჩევნებში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.
მათივე ცნობით, შსს სამართლადარღვევის ყველა ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.
დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.
ცნობისთვის, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.