05:19
6 მარტი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
23-02-2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია. სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ. სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

AutoPlay
ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტზე შეთანხმების შემთხვევაში "ევროპული საქართველო" და ლელო მზად არიან შევიდნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
პოლიციელები არ არიან იმის ღირსი, რომ ქვეყნის გარეთ რომელიღაც ძებნილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენოს - მამუკა მდინარაძე
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა ნაწილს ხელფასები ეზრდება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა 9 მარტს დაიწყება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
პროკურატურამ სართიჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
111
23-02-2021
დიახ ყველა თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე, მელია კიდევ ილანძღე, მიშა გუშინ შეგეშინდა ტქმა ჩამოვალო, იცოდი რომ დაიჭერდნენ და შენც თუ ჩამოხვად აუცილებლად დაგიჭერენ, მაგრამ შენ მხდალი და სულელი ხარ.
სხვა სიახლეები