შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა. უწყებაში განმარტეს, რომ ამჟამად გამოძიება ჩანაწერის გამავრცელებელი პირების იდენტიციფირებაზე მუშაობს. სამინისტროში განმარტეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული 2 ჩანაწერი: აუდიოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა სათაურით: "მილიონ დოლარს გადავიხდი, ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას" და ვიდეოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა სათაურით "მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ვიდეოჩანაწერი". შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის - თემურ ალასანიას ფარული აუდიოჩანაწერი რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.