შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, უწყებას შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს.ნათია მეზვრიშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი აღნიშნული მიმართულებით სისხლის სამარ ნათლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. ნათია მეზვრიშვილმა კომენტარი მეტროპოლიტენში დაკავებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი განმარტებით შსს მზად არის სრული ვიდეომასალა გაასაჯაროვოს.