შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."გამოძიებით დადგენილია, რომ ხ.ს. აღიარებს "ქურდულ სამყაროს". იგი ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდთან" - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად "პაწუა") ერთად მონაწილეობდა "ქურდულ გარჩევებში" და აქტიური კავშირი ჰქონდათ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს ძმები აძლევდნენ დავალებებს და "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.