შსს-მ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო - Palitra News

შსს-მ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

2018-03-07 11:27:13+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო. საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.