დღევანდელი მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკული შემთხვევის შეფასებით დაიწყო. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს საქმეს და საზოგადოებაში მომხდართან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩება. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს დავალებები მიეცემათ. პრემიერის განცხადებით შსს-მ მოზარდების დაკითხვის და შესაბამისი სივრცის შექმნის მიმართულებით უნდა იმუშაოს, ხოლო განათლების სამინისტრომ ყველა იმ სახელმწიფო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება უნდა უზრუნველყოს, ვისაც მოზარდებთან შემხებლობა აქვს.