შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის 2 პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.