შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით,. თბილისში, ერისთავის ქუჩაზე 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კუსტარული წესით გადაკეთებული, არარეგისტრირებული, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.