შსს-მ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში, ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.