13:49
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს-მ თაღლითობისთვის 2 ქალი დააკავა - რა სქემით სძალავდნენ ფულს დევნილს ზუგდიდში
04-08-2016
შსს-მ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მაია ბ. და 1980 წელს დაბადებული ნანა შ. თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის საცხოვრებელი ფართის მიღება. ბინის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დევნილ პირს მოსთხოვეს და თაღლითურად გამოართვეს 2000 აშშ დოლარი.

სამართალდამცველებმა მაია ბ. და ნანა შ. თანხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მაია ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
AutoPlay
იტალიის ახალმა მთავრობამ მიგრანტებით დატვირთული სამაშველო გემი პორტში შეუშვა
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
ტუნისში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის გორში 1 პირი დააკავა
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში ოფიციალური პეკის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები